თეგი: წითელი ზღვა

საუდის არაბეთი წითელი ზღვაში კვლევებს იწყებს

საუდის არაბეთის სპეციიალური კომისია იწყებს უზარმაზარ კვლევით პროექტს, რომლის მიზანიc წითელ ზღვაში წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენაა. მეფე აბდულაზიზის უნივერსიტეტისა და იტალიის ნეაპოლის უნივერსიტეტის პარტნიორობით, ასევე ჩატარდება წყალქვეშა კვლევა გემებისა და სხვა ნივთების მოსაძებნად. „წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის კვლევა მიზნად ისახავს 25-ზე მეტი წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გამოკვლევას და დოკუმენტირებას, რათა აღვადგინოთ მნიშვნელოვანი არტეფაქტები და შევაგროვოთ ნიმუშები ანალიზისთვის“, - განაცხადა კომისიამ. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ წითელი ზღვა და არაბეთის ყურის ნავსადგური, სამეფოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ბევრ საიდუმლოს ინახავს. საუდის არაბეთისა და იტალიელი მკვლევრების ჯგუფი უმლუჯის კვლევას ატარებს, სადაც ასობით წლის წინანდელი ჩაძირული ხომალდი ასობით ჩინურ ნივთსა და სხვადასხვა ლითონს შეიცავს. ახლა მეტი აღმოჩენაა მოსალოდნელი, რადგან სამუშაო 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.    

ისრაელმა წითელ ზღვაში სარაკეტო გემები გაგზავნა

ისრაელმა წითელ ზღვაში სარაკეტო გემები გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, იემენის „ჰუსიტების“ დაჯგუფების მიერ განხორციელებული რამდენიმე შეტევის შემდეგ, ისრაელმა წითელი ზღვის ტერიტორია საზღვაო ძალების სარაკეტო გემებით გააძლიერა. „წითელ ზღვაში გემები სიტუაციის შეფასებიდან გამომდინარე განლაგდნენ,“ - აცხადებს ისრაელის თავდაცვის ძალები. გუშინ ისრაელმა განაცხადა, რომ იემენიდან გაშვებული რაკეტა და ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, ხოლო დღეს დილით, კიდევ ერთი საჰაერო სამიზნე გაანადგურა.  

BP წითელ ზღვაზე ყველა ტანკერის ტრანზიტს დროებით აჩერებს

ნავთობისა და გაზის გიგანტმა BP Plc-მა განაცხადა, რომ ჰუსიტების ბოევიკების მიერ სავაჭრო გემებზე თავდასხმების ესკალაციის შემდეგ, წითელი ზღვის გავლით, ყველა გადაზიდვას შეაჩერებს. „წითელ ზღვაში უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების ფონზე, BP-მ გადაწყვიტა, დროებით შეაჩეროს ყველა ტრანზიტი წითელ ზღვაზე,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. მსოფლიოს ორმა უმსხვილესმა გადამზიდავმა კომპანიამ – Maersk-მა და Hapag-Lloyd-მა ორი დღის წინ განაცხადეს, რომ შეაჩერეს ტვირთების გადაზიდვა წითელი ზღვის სრუტეში, რომელიც მნიშვნელოვანია გლობალური ვაჭრობისთვის. მანამდე, ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა არის ისრაელზე ზეწოლა ღაზის სექტორში მიმდინარე ომის გამო. იემენელი ჰუსიტები აცხადებენ, რომ მათ ორ გემზე მიიტანეს იერიში. ამასთან, თავდასხმის მიზეზად დაასახელეს ის, რომ გემებმა უგულებელყვეს იემენის საზღვაო ძალების განცხადება და ეს იყო პასუხი პალესტინელი ხალხის ჩაგვრაზე ღაზის სექტორში.  

აშშ და მისი პარტნიორი ქვეყნები წითელ ზღვაში სამხედრო ოპერაციას იწყებენ

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ აშშ-ს ხელმძღვანელობით ახალი მრავალეროვნული ოპერაცია იწყება. „ვაცხადებ ოპერაცია Prosperity Guardian-ის დაარსების შესახებ - ეს არის მნიშვნელოვანი ახალი მრავალეროვნული უსაფრთხოების ინიციატივა გაერთიანებული საზღვაო ძალების ქოლგის ქვეშ და მისი 153 სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელობით, რომელიც ყურადღებას ამახვილებს წითელ ზღვაში უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა ოსტინმა. მისი თქმით, ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ იმ გამოწვევის დასაძლევად, რომელსაც ქმნის არასახელმწიფო აქტორი საერთაშორისო წყლებში კანონიერად მცურავი სავაჭრო გემების მიმართულებით რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებით. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ოპერაციის ფარგლებში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ, შედის : გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები და ესპანეთი. „იემენიდან მომდინარე ჰუსიტების უგუნური თავდასხმების გამო შექმნილი ესკალაცია საფრთხეს უქმნის ვაჭრობის თავისუფალ ნაკადს, საფრთხეს უქმნის უდანაშაულო მეზღვაურებს და არღვევს საერთაშორისო კანონს. წითელი ზღვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზა, რომელიც არსებითია ნაოსნობის თავისუფლებისთვის და მთავარი კომერციული დერეფანი, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას,“ - განაცხადა ოსტინმა. წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილის და ადენის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეერთებული შტატების მიერ ინიციირებულ ოპერაციაში ჩაერთვებიან დიდი ბრიტანეთი, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდი, ნორვეგია, ესპანეთი და სეიშელის კუნძულები. ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, მხოლოდ 18 დეკემბერს, წითელი ზღვის სამხრეთში ჰუთები თავს დაესხნენ ორ სატვირთო გემს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების დაჯგუფება Ansar Allah-ი იემენის ნაწილს აკონტროლებს. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მეამბოხეებმა სამიზნედ გამოაცხადეს ისრაელის გემები, თუმცა თავს ესხმიან სხვა ქვეყნების სატვირთო გემებსაც. თავდასხმის მცდელობა იყო ამერიკულ სამხედრო გემებზეც, რომლებიც წითელ ზღვაში პატრულირებენ.  

აშშ-სა და მისი პარტნიორი ქვეყნების ოპერაციას წითელ ზღვაში, საბერძნეთიც შეუერთდა

წითელი ზღვის საზღვაო კოალიციას, რომელსაც აშშ ხელმღვანელობს, საბერძნეთიც შეუერთდება. საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა განაცხადა, რომ მათი ფრეგატი სავაჭრო გემების, მეზღვაურების სიცოცხლის და გლობალური ეკონომიკის დასაცავად, მრავალეროვნულ ოპერაციაში მონაწილეობას მიიღებს. ბერძნული ფლოტის ფრეგატი წითელი ზღვის სამუშაო ჯგუფს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის ბრძანებით შეუერთდება. აშშ და მისი პარტნიორი ქვეყნები წითელ ზღვაში სამხედრო ოპერაციას იწყებენ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ, აშშ-ის ხელმძღვანელობით, ახალი მრავალეროვნული ოპერაცია იწყება. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ოპერაციის ფარგლებში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ, გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები და ესპანეთი არიან.  

აშშ აცხადებს, რომ წითელ ზღვაში 12 დრონი და 5 რაკეტა ჩამოაგდო

აშშ აცხადებს, რომ წითელ ზღვაში ჩამოაგდო 12 დრონი, 3 ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა და სახმელეთო შეტევის 2 ფრთოსანი რაკეტა, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა გაისროლეს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ, აშშ-ის ხელმძღვანელობით, ახალი მრავალეროვნული ოპერაცია იწყება. აშშ და მისი პარტნიორი ქვეყნები წითელ ზღვაში სამხედრო ოპერაციას იწყებენ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ოპერაციის ფარგლებში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ, გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები და ესპანეთი არიან. აშშ-სა და მისი პარტნიორი ქვეყნების ოპერაციას წითელ ზღვაში, საბერძნეთიც შეუერთდა. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების დაჯგუფება Ansar Allah-ი იემენის ნაწილს აკონტროლებს. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მეამბოხეებმა სამიზნედ გამოაცხადეს ისრაელის გემები, თუმცა თავს ესხმიან სხვა ქვეყნების სატვირთო გემებსაც. თავდასხმის მცდელობა იყო ამერიკულ სამხედრო გემებზეც, რომლებიც წითელ ზღვაში პატრულირებენ.  

ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა წითელ ზღვაში დრონი და ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო

ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა წითელ ზღვაში დრონი და რაკეტა ჩამოაგდო. აშშ-ის სამხედრო სარდლობის ცნობით, თავდასხმის არეალში არცერთი გემი არ დაზიანებულა. მათივე განცხადებით, ეს ჰუსიტების მხრიდან თავდასხმის 22-ე მცდელობა იყო.  „USS Mason-ის ტიპის ხომალდმა სამხრეთ წითელ ზღვაში ჩამოაგდო ერთი დრონი და ერთი ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც ჰუსიტების მიერ იყო გასროლილი," - წერია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. ასევე გაეცანით: აშშ აცხადებს, რომ წითელ ზღვაში 12 დრონი და 5 რაკეტა ჩამოაგდო  

დანია წითელ ზღვაში ფრეგატის გაგზავნას გეგმავს

დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა პარასკევს განაცხადა, რომ ქვეყანა წითელ ზღვაში ფრეგატის გაგზავნას გეგმავს დანიის საზღვაო ძალების ფრეგატი ჩაერთვება საზღვაო უსაფრთხოების თავდაცვის ძალისხმევით წითელ ზღვასა და ადენის ყურეში. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა წითელ ზღვაში დრონი და ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო  

ირანული სამხედრო ხომალდი წითელ ზღვაში შევიდა

ირანული სამხედრო ხომალდი წითელ ზღვაში შევიდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ირანის არმიის 94-ე საზღვაო ფლოტის სამხედრო ხომალდმა IRIS Alborz-მა ბაბ ელ-მანდების სრუტე გაიარა. საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ირანული ხომალდები რეგიონში საზღვაო სავაჭრო გზებს იცავენ. ამერიკულმა სამხედრო ხომალდმა წითელ ზღვაში დრონი და ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჰუსიტების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ წითელ ზღვასა და ადენის ყურეში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევებზე საპასუხოდ, აშშ-ის ხელმძღვანელობით, ახალი მრავალეროვნული ოპერაცია იწყება. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ოპერაციის ფარგლებში ერთობლივ პატრულირებას განახორციელებენ, გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სეიშელის კუნძულები და ესპანეთი არიან. აშშ-სა და მისი პარტნიორი ქვეყნების ოპერაციას წითელ ზღვაში, საბერძნეთიც შეუერთდა. ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების დაჯგუფება Ansar Allah-ი იემენის ნაწილს აკონტროლებს. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, მეამბოხეებმა სამიზნედ გამოაცხადეს ისრაელის გემები, თუმცა თავს ესხმიან სხვა ქვეყნების სატვირთო გემებსაც. თავდასხმის მცდელობა იყო ამერიკულ სამხედრო გემებზეც, რომლებიც წითელ ზღვაში პატრულირებენ.  

ენტონი ბლინკენი: წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების გაგრძელებას შედეგები მოჰყვება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბაჰრეინში რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა, რომ წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების გაგრძელებას “შედეგები მოყვება.” სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ რეგიონული კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასარიდებლად “განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პასუხი გავცეთ ისეთ რამეს, როგორიცაა „ჰუსიტების“ მხრიდან მომავალი აგრესია.” ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ „ჰუსიტების“ თავდასხმების მიერ შექმნილმა საფრთხემ საერთაშორისო კოალიცია შეკრა, რომელიც ამას დაუპირისპირდება. “არ დავწერ და წინასწარ არ განვიხილავ რამეს, რაც შეიძლება, მოხდეს. ნათელი გავხადეთ, სხვა 20-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად ნათლად ვამბობდით, რომ თუ ეს გაგრძელდება, როგორც გუშინ მოხდა, ამას შედეგები მოჰყვება,” - განაცხადა ბლინკენმა. აშშ-ის სამხედროებმა წითელ ზღვაში რაკეტები და დრონები ჩამოაგდეს - CNN  

გაეროს უშიშროების საბჭო, წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების შეწყვეტას მოითხოვს

ნიუ-იორკში, 10 იანვარს გამართულ სხდომაზე, იაპონიის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი დაუჭირა უშიშროების საბჭოს 15 წევრი ქვეყნიდან 11-მა, რითაც გაეროს უშიშროების საბჭომ იემენელი მეამბოხეებისგან მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები. რეზოლიციისთვის ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს რუსეთმა, ჩინეთმა, ალჟირმა და მოზამბიკმა. გაეროს უშიშროების საბჭო კატეგორიულად გმობს სატვირთო გემებზე იემენში მოქმედი ჰუსიტი მეამბოხეების თავდასხმებს, რაც ხელყოფს საერთაშორისო სამართალს, აფერხებს საერთაშორისო ვაჭრობას და საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. უშიშროების საბჭო მეამბოხეებისგან მოითხოვს 2023 წლის ნოემბერში დატყვევებული იაპონური გემის, Galaxy Leader-ის და მისი ეკიპაჟის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც. იემენში მოქმედი ჰუთი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ.  

დიდი ბრიტანეთი განაახლებს სარაკეტო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც წითელ ზღვაში იყენებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უწყება სარაკეტო სისტემის განახლებისთვის 405 მილიონ ფუნტს (514 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯავს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ახლო აღმოსავლეთში ვითარების გაუარესების გამო, არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენ ადაპტირება, რათა დავიცვათ გაერთიანებული სამეფოს, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოება,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაპსმა. შეგახსენებთ, აშშ-სა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს დაახლოებით 10 დღის წინ დაარტყეს.  აშშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექს გრინკევიჩმა აღნიშნა, რომ დარტყმები განხორციელდა სარდლობისა და კონტროლის პუნქტებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე, რისთვისაც 100-ზე მეტი ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა გამოიყენეს. „ერთგულნი ვართ ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორების მიმართ მთელ ახლო აღმოსავლეთში, რათა დავიცვათ ისინი ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფებისგან, მათ შორის, „ჰუსიტი“ ბოევიკებისგან, და საფრთხისგან, რომელსაც რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უქმნიან,“ - აღნიშნული იყო გრინკევიჩის განცხადებაში. მანამდე „ჰუსიტებმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დარტყმები რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, აეროპორტებზე განხორციელდა. თავის მხრივ, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებული ერთობლივი დარტყმების მიზანი იყო, მოეშალათ „ჰუსიტების“ შესაძლებლობები, რათა მათ ვეღარ შეძლონ, საფრთხე შეუქმნან მეზღვაურებს და გლობალურ ვაჭრობას დაემუქრონ. ოსტინის ინფორმაციით, დარტყმების სამიზნე იყო „ჰუსიტების“ უპილოტო საფრენი აპარატი, უეკიპაჟო ხომალდი, სახმელეთო თავდასხმის ფრთოსანი რაკეტა და სანაპირო რადარისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობები. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი აცხადებდნენ, რომ ეს იყო პასუხი „ჰუსიტების“ მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებულ თავდასხმებზე. ბაიდენმა განმარტა, რომ მან გასცა მითითება „წითელ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო გემების წინააღმდეგ უპრეცედენტო თავდასხმის პირდაპირ საპასუხოდ.“ ჯო ბაიდენის თქმით, თავდასხმები მისი მითითებით განხორციელდა იემენში რიგი სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებსაც „ჰუსიტები“ იმისთვის იყენებდნენ, რომ საფრთხე შეექმნათ ნავიგაციის თავისუფლებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყლებში. „აშშ და მისი მოკავშირეები არ მოითმენენ თავდასხმებს ჩვენს პერსონალზე და არ დაუშვებენ, რომ მტრულად განწყობილმა აქტორებმა საფრთხე შეუქმნან ნავიგაციის თავისუფლებას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვან სავაჭრო მარშრუტზე," - აღნიშნავდა ჯო ბაიდენი. მისი თქმით, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის ძალების მიერ, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად და ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით.

წითელ ზღვაში უსაფრთხოების მხარდასაჭერად, ახალი ზელანდია თავდაცვის ჯგუფს გაგზავნის

წითელ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების მხარდასაჭერად, თავდაცვის ჯგუფს კიდევ ერთი ქვეყანა გაგზავნის. შესაბამისი განცხადება ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, კრისტოფერ ლუქსონმა გააკეთა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „კომერციულ და საზღვაო გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმები უკანონო, მიუღებელი და ღრმა დესტაბილიზაციის გამომწვევია,“ - განაცხადა კრისტოფერ ლუქსონმა. როგორც ლუქსონმა აღნიშნა, თავდაცვის ჯგუფი ექვსი წევრისგან შედგება და ისინი იემენში მიმდინარე რაიმე სახის ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებენ. „თავდაცვის ჯგუფის განთავსება ახალი ზელანდიის მიერ თავისუფალი ნაოსნობის დაცვის ხანგრძლივი ისტორიის გაგრძელებაა,“ - აღნიშნა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, დღეს, 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს.  

გაერო: სუეცის არხის გავლით ვაჭრობის მოცულობა 42%-ით დაეცა

გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ექსპერტის იან ჰოფმანის შეფასებით, წითელ ზღვაში გემებზე იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმებმა დიდი გავლენა მოახდინა სუეცის არხის გავლით ვაჭრობაზე და არხის გავლით ვაჭრობა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, 42 პროცენტით შემცირდა. მისი თქმით, სუეცის არხზე ყოველკვირეულად გამავალი საკონტეინერო გემების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 67 პროცენტით, ნავთობის ტრანზიტი კი, 18 პროცენტით შემცირდა. ”ძალიან შეშფოთებულები ვართ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო,” - განაცხადა გაეროს ექსპერტმა. წითელი ზღვა და სუეცის არხი მსოფლიო ვაჭრობის ცენტრალური სავაჭრო მარშრუტებია. სუეცის არხს ყოველწლიურად, დაახლოებით, 20 ათასი გემი გაივლის. იემენელი მეამბოხეების თავდასხმების გამო ბევრმა მსხვილმა გადამზიდავმა კომპანიამ გადაწყვიტა ამ მარშრუტისთვის თავის არიდება. აზიასა და ევროპას შორის მარშრუტზე საკონტეინერო გემებს უწევთ აფრიკის გავლით, შემოვლითი გზით სარგებლობა რაც მნიშვნელოვნად მეტ დროს და საწვავისთვის ასობით ათასი ევროს ოდენობის დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეტევების პირველ დღეს, 12 იანვარს მიზანში ამოიღეს 60 სამიზნე. რუსეთმა, რომელიც ირანის მოკავშირეა, დარტყმები დაგმო და გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა მოითხოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იემენელი “ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა. შეტევის შესახებ ინფორმაცია 19 იანვარსაც გავრცელდა. 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს. აშშ-მ და ბრიტანეთმა „ჰუსიტების“ ხელმძვანელობას სანქციები დაუწესეს  

ჰუსიტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ტანკერზე, რომელსაც რუსული ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა

იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ სარაკეტო დარტყმა განახორციელეს წითელი ზღვის ადენის ყურეში მყოფ ტანკერ მარლინ ლუანდაზე, რომელიც მარშლის კუნძულების დროშის ქვეშ დაცურავს. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, გემს ხომალდსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა მოხვდა. Reuters-ი კომპანია Trafigura-ს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ტანკერს რუსული წარმოშობის მძიმე ნახშირწყალბადების ნარევი ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა. აღინიშნა, რომ ნავთობპროდუქტი G7-ის მიერ დადგენილ ზღვრულ ფასზე ნაკლებად შეიძინეს. ამიტომ სანქციები არ დარღვეულა. გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ექსპერტის იან ჰოფმანის შეფასებით, წითელ ზღვაში გემებზე იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმებმა დიდი გავლენა მოახდინა სუეცის არხის გავლით ვაჭრობაზე და არხის გავლით ვაჭრობა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, 42 პროცენტით შემცირდა. ამასთან, როგორც Reuters-ი წერს, თავდასხმებმა, გაზარდა ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ღირებულება აზიასა და ევროპას შორის საკვანძო სავაჭრო გზის შეწყვეტით, რომელსაც ფართოდ იყენებენ ჩინეთის გემები. თავად ჩინელ ოფიციალურ პირებს არ გაუკეთებიათ კონკრეტული კომენტარი, თუ როგორ შეიძლება, დაზარალდეს პეკინის სავაჭრო ურთიერთობები ირანთან, თუ მის ინტერესებს ჰუსიტების თავდასხმები შეეხება. „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იყო ირანის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მათი სავაჭრო ურთიერთობები ბუნდოვანია,“ წერს Reuters-ი. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 16 იანვარს დაამტკიცეს ევროკავშირის საზღვაო მისიის შექმნა წითელ ზღვაში საზღვაო მიმოსვლის დასაცავად. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო წითელ ზღვაში ოპერაცია Prosperity Guardian დაიწყო, რომლის ირგვლივ 20-მდე პარტნიორისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნა. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.

ბრიტანეთი მზადაა, წითელ ზღვაში ავიამზიდი გაგზავნოს

ბრიტანეთი მზადაა, წითელ ზღვაში თვითმფრინავის გადამზიდავი გაგზავნოს, რათა „ჰუსიტების“ იერიშებს გაუმკლავდეს. ამის შესახებ The Telegraph-ი წერს. სამეფო საზღვაო ხომალდი მზად არის, ამერიკული თვითმფრინავის გადამზიდავი USS Dwight D Eisenhower ჩაანაცვლოს, როდესაც ის შეერთებულ შტატებში დაბრუნდება. „ამერიკული ავიამზიდი USS Dwight D. Eisenhower იქ სამუდამოდ ვერ დარჩება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ავიამზიდი შევინარჩუნოთ, ჩვენ ამ შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად ამერიკელებთან მუშაობა შეგვიძლია,“ - აცხადებს შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰიპი. დიდ ბრიტანეთის საზღვაო ძალების შემადგენლობაში ამჟამად ორი მოქმედი ავიამზიდი HMS Prince of Wales და HMS Queen Elizabeth შედის. უფრო ადრე მედია წერდა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეიმუშავებდა გეგმებს ჰუსიტების წინააღმდეგ გრძელი სამხედრო კამპანიისთვის. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 16 იანვარს დაამტკიცეს ევროკავშირის საზღვაო მისიის შექმნა წითელ ზღვაში საზღვაო მიმოსვლის დასაცავად. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო წითელ ზღვაში ოპერაცია Prosperity Guardian დაიწყო, რომლის ირგვლივ 20-მდე პარტნიორისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნა. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.  

იტალიამ შესაძლოა, წითელი ზღვაში გემი და თვითმფრინავები გაგზავნოს

იტალიამ შესაძლოა, წითელ ზღვაში, თვითმფრინავები გაგზავნოს. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა. მინისტრის თქმით, მისიაში ერთი წლის ვადით მაინც, სულ მცირე იტალიური გემი მიიღებს მონაწილეობას. „ჩვენ ასევე განვიხილავთ საჰაერო შესაძლებლობების პოტენციურ გაგზავნას სადაზვერვო მონაცემთა შეგროვებისთვის,” - აღნიშნა კროზეტომ იტალიის პარლამენტის სენატისა და ქვედა პალატის თავდაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 16 იანვარს დაამტკიცეს ევროკავშირის საზღვაო მისიის შექმნა წითელ ზღვაში საზღვაო მიმოსვლის დასაცავად. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო წითელ ზღვაში ოპერაცია Prosperity Guardian დაიწყო, რომლის ირგვლივ 20-მდე პარტნიორისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნა. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს.  

გერმანიამ ევროკავშირის მისიის მხარდასაჭერად წითელ ზღვაში ფრეგატი გაგზავნა

გერმანიამ ევროკავშირის მისიის მხარდასაჭერად წითელ ზღვაში ფრეგატი გაგზავნა. გერმანული ფრეგატი „ჰესე“ ევროკავშირის მისიას შეუერთდება, რომელიც მიმდინარე თვის ბოლომდე დაიწყება და წითელ ზღვაში საერთაშორისო გემების „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან დაცვას ისახავს მიზნად. „თავისუფალი საზღვაო სავაჭრო მარშრუტები ჩვენი ინდუსტრიისა და თავდაცვის საფუძველია. წითელ ზღვაში არსებულმა ვითარებამ მიწოდების შეფერხება გამოიწვია და ზოგიერთი კომპანია აიძულა, რომ წარმოება შეეწყვიტა,“ - განაცხადა გერმანიის საზღვაო ძალების უფროსმა ვიცე-ადმირალმა, იან კრისტიან კააკმა. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში აშშ-მა წითელ ზღვაში მოძრავი კომერციული გემების „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან დასაცავად საზღვაო მისია შექმნა. 12 იანვრის შემდეგ კი აშშ და დიდი ბრიტანეთი იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებენ.  

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, წითელ ზღვაში საზღვაო მისიის განლაგებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, წითელ ზღვაში საზღვაო მისიის განლაგებას, რომელმაც ჰუსიტებისგან გემების დაცვა უნდა უზუნველყოს, მხარი დაუჭირეს. საზღვაო მისია, სახელწოდებით Aspides, გულისხმობს ევროპული ხომალდების და საჰაერო ხომალდების ადრეული გაფრთხილების სისტემების გაგზავნას წითელ ზღვაში, ადენის ყურესა და მიმდებარე წყლებში. მისიაში მონაწილე გემებს ცეცხლის გახსნის ბრძანებას მისცემენ, თუ ისინი თავდასხმის ობიექტები გახდებიან. ოპერატიული სარდლობა საბერძნეთის ქალაქ ლარისაში იქნება. „ევროპა უზრუნველყოფს წითელ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. გარდა კრიზისზე რეაგირებისა, ეს არის ნაბიჯი ზღვაში ევროპული ყოფნის გაძლიერებისკენ ჩვენი ევროპული ინტერესების დასაცავად," - დაწერა ევროომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე ( X). ცნობილია, რომ მისიაში გაწევრიანებაზე უკვე შეთანხმდნენ საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ბელგია. მისიას უხელმძღვანელებს ბერძენი წარმომადგენელი, ხოლო იტალიელი წარმომადგენელი იქნება პასუხისმგებელი ზღვაზე ოპერატიულ კონტროლზე. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა 16 იანვარს დაამტკიცეს ევროკავშირის საზღვაო მისიის შექმნა წითელ ზღვაში საზღვაო მიმოსვლის დასაცავად. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო წითელ ზღვაში ოპერაცია Prosperity Guardian დაიწყო, რომლის ირგვლივ 20-მდე პარტნიორისგან შემდგარი კოალიცია შეიქმნა. ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. შეგახსენებთ, აშშ-სა და კოალიციის ძალებმა იემენში, „ჰუსიტი“ ბოევიკების 16 ლოკაციაზე 60-ზე მეტ სამიზნეს იანვრის დასაწყისში დაარტყეს.  აშშ-ის საჰაერო ძალების ცენტრალურმა სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ალექს გრინკევიჩმა აღნიშნა, რომ დარტყმები განხორციელდა სარდლობისა და კონტროლის პუნქტებზე, საბრძოლო მასალის საცავებზე, გამშვებ სისტემებზე, საწარმოო ობიექტებსა და საჰაერო თავდაცვის სარადარო სისტემებზე, რისთვისაც 100-ზე მეტი ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალა გამოიყენეს.  

გერმანულმა სამხედრო გემმა წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმა მოიგერია

გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემმა Hessen-მა წითელ ზღვაში, იემენში მოქმედი ჰუსიტების დაჯგუფების თავდასხმა წარმატებით მოიგერია. ამის შესახებ სააგენტოები dpa და AFP იუწყებიან ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მათი ინფრმაციით, 27 თებერვალს, გერმანულმა გემმა ორი საჰაერო სამიზნე გაანადგურა. გერმანიის პარლამენტმა შეიარაღებულ ძალებს 24 თებერვალს მისცა ევროკავშირის მისიაში Aspides-ში მონაწილეობის მანდატი. ეს მისია მიზნად ისახავს წითელ ზღვაში, ჰუთების თავდასხმებისგან სამოქალაქო გემების დაცვას. ოპერაციაში ჩაერთო გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი Hessen-ი, რომელზეც 240 სამხედრო იმყოფება. უკვე რამდენიმე თვეა, წითელ ზღვაში ჰუთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებენ აშშ და დიდი ბრიტანეთი.  

წითელ ზღვაში კრიტიკული მნიშვნელობის საკომუნიკაციო კაბელები გაწყვეტილია - BBC

წითელ ზღვაში რამდენიმე საკომუნიკაციო კაბელი გაწყდა, რაც გავლენას ახდენს მონაცემთა ტრაფიკის 25%-ზე, რომელიც აზიასა და ევროპას შორის მოძრაობს, აცხადებენ სატელეკომუნიკაციო კომპანია და ამერიკელი ოფიციალური პირი. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, მომხდარის მიზეზების დადგენას ცდილობენ. გასულ თვეში იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა შესაძლოა, ზღვაში გემებზე თავდასხმის გარდა, წყალქვეშა კაბელების საბოტაჟი მოაწყონ. ჰუსიტებმა, რომლებიც აკონტროლებენ იემენის დასავლეთით წითელი ზღვის სანაპიროს დიდ ნაწილს, უარყვეს, რომ მათ  კაბელების დაზინება სურთ და პირიქით, განაცხადეს, რომ კაბელებისთვის ზიანის მიყენება აშშ-სა და ბრიტანეთის სამხედრო დარტყმებს შეეძლოთ. HGC Global Communications-მა ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში განმარტა, რომ ოთხი წყალქვეშა კაბელი წითელ ზღვაში - Seacom, TGN-Gulf, Asia-Africa-Europe 1 და Europe India Gateway - ბოლო "ინციდენტის" შედეგად გაწყდა. HGC-მ განაცხადა, რომ მისი კლიენტებისთვის ნებისმიერი შეფერხების შესამცირებლად, შესაბამისი ზომები მიიღეს - ევროპისკენ მიმავალი კაბელების მეშვეობით მატერიკულ ჩინეთში და წყნარი ოკეანის ქვეშ აშშ-ში, ასევე, წითელ ზღვაში დარჩენილი კაბელების გამოყენებით. როგორც აფრიკის სატელეკომუნიკაციო საკაბელო ოპერატორმა Seacom-მა Associated Press-ს განუცხადა, „პირველადი ტესტირება მიუთითებს, რომ დაზარალებული სეგმენტი იემენის საზღვაო იურისდიქციებში, სამხრეთ წითელ ზღვაში მდებარეობს.“ პენტაგონის ოფიციალურმა პირმა CBS News-ს დაუდასტურა, რომ წითელ ზღვაში წყალქვეშა სატელეკომუნიკაციო კაბელები გაწყდა. აშშ ცდილობს, დაადგინოს კაბელები განზრახ დააზიანეს თუ ინციდენტი ღუზამ გამოიწვია. შეგახსენებთ, ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე არაერთი საპასუხო დარტყმა მიიტანეს.

ფინეთი წითელ ზღვაში, კრიზისის მართვის ოპერაციებისთვის ჯარისკაცებს გაგზავნის

ფინეთი წითელ ზღვაში, კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად 7 ჯარისკაცს გაგზავნის. ინფორმაციას ფინეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. მანამდე „ჰუსიტების“ თავდასხმის შედეგად ადენის ყურეში, ბარბადოსის დროშის ქვეშ მცურავი ამერიკული გემის - True Confidence-ის, ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. მეთიუ მილერი: „ჰუსიტები“ პასუხს აგებენ სატვირთო გემზე თავდასხმისთვის, რომლის დროსაც, ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა შეგახსენებთ, ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰუსიტები“, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, 19 ნოემბრის შემდეგ კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში თავდასხმებს აწარმოებენ, რაც მათი თქმით, არის პროტესტი ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციების წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტებზე არაერთი საპასუხო დარტყმა მიიტანეს.  

ევროპამ „შუა დერეფნის“ პროექტი უნდა დააჩქაროს - Eureporter

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, აზიის ქვეყნებთან ევროკავშირის დამაკავშირებელი ტრადიციული სატრანსპორტო კავშირები შეფერხდა. გარდა ამისა, ჰუსიტების თავდასხმებმა წითელ ზღვაში დიდი გავლენა მოახდინა ევროპიდან იმპორტსა და ევროპაში ექსპორტზე. 2023 წლის ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ჰუსიტების თავდასხმების გამო, მსოფლიო ვაჭრობა თითქმის 1,5%-ით დაეცა. გემების ტრანზიტი სუეცის არხის გავლით, 2023 წლის იანვართან შედარებით, 30%-ით შემცირდა. ამას მოჰყვა მსოფლიოში გადაზიდვის ფასების ძლიერი ზრდა. ეკონომისტების შეფასებით, წითელ ზღვაზე მიწოდების ამჟამინდელმა შეფერხებამ უფრო დიდი გავლენა იქონია გადაზიდვებზე, ვიდრე - COVID-19-ის პანდემიამ. ამ შინაარსის სტატიას აზერბაჯანული მედია, ბრიუსელში დავუძნებულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, სტატიაში აღნიშნულია, რომ საქონლის ფასები სწრაფად იზრდება, ეს საკითხი აქტუალობას იძენს განსაკუთრებით ევროპარლამენტის გადამწყვეტი არჩევნების წინ. სტატიის ავტორი წერს, რომ ევროკავშირისთვის ალტერნატივად მიჩნეულ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს (შუა დერეფანს) მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. ახალი აბრეშუმის გზის იდეის თანახმად კი, ჩინეთიდან საქონელმა სწრაფად უნდა გაიაროს ყაზახეთიდან კასპიის ზღვის სანაპიროზე, შემდეგ ტვირთი ევროკავშირში აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით შედის. ტრანსპორტის სფეროს ექსპერტების აზრით, ამ დერეფნის გასწვრივ მოძრაობის მოცულობა 86%-ით გაიზარდა და მან 2,8 მლნ ტონას მიაღწია 2022 წლის 1,5 მლნ-თან შედარებით, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2021 წლის მხოლოდ 586 000-თან შედარებით. „ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირს სჭირდება, რომ სწრაფად და გადამწყვეტად გაზარდოს ინვესტიციები შუა დერეფანში, რა თქმა უნდა, თუ ბრიუსელს სურს, შეინარჩუნოს თავისი გეოპოლიტიკური პოზიცია ცენტრალურ აზიაში,“ წერს ბრიუსელში დაფუძნებული ონლაინ გამოცემა Eureporter. შუა დერეფანი - სუეცის არხის ალტერნატივა: რეალობა და პერსპექტივები